დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:50 | 15.10.2015
ნანახია: 1694

 

15 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი ენერგეტიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრს, ერბოლატ დოსაევს შეხვდა. შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ შესაძლებლობის ზრდა ამ მიმართულებით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო პოტენციალისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის უკეთ გამოყენებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე