შოხრატ ზაკირი: „ფორუმი ბრწყინვალე პლატფორმაა იმისთვის, რომ მონაწილე ქვეყნებმა კარგად შეაფასონ ამ პროექტის მნიშვნელობა“

საქართველო, თბილისი - 15:21 | 15.10.2015
ნანახია: 1646

 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ფორუმზე დასასწრებად თბილისში იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელაგაცია სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის, შოხრატ ზაკირის ხელმძღვანელობით.

„აბრეშუმის გზა ვაჭრობისა და კომუნიკაციის უძველესი დერეფანია, რომელსაც მის გასწვრივ არსებული ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ჩვენმა პრეზიდენტმა აბრეშუმის გზის აღორძინების ინიციატივა რამდენიმე წლის წინ წამოაყენა, ამ ინიციატივას აბრეშუმის გზის ქვეყნების მოწონება მოყვა. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ბრწყინვალე პლატფორმაა იმისთვის, რომ მონაწილე ქვეყნებმა კარგად შეაფასონ ამ პროექტის მნიშვნელობა და შესაძლებლობები და გაერთიანდნენ ამ იდეის ირგვლივ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, გავცვალოთ იდეები და ხედვები და ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განვითარებას. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რათა აბრეშუმის გზის ქვეყნების მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე შეიგრძნოს ამ პროექტის განხორციელებით მიღებული სარგებელი“, აღნიშნა შოხრატ ზაკირმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე