უკრაინაში კაზინოების გახსნა საქართველოში სათამაშო ბიზნესზე ნეგატიურად არ აისახება

საქართველო, თბილისი - 15:10 | 15.10.2015
ნანახია: 1639

უკრაინაში კაზინოების გახსნა, საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებაზე ნეგატიურად  არ აისახება. როგორც „შანგრი ლა“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლავრენტი გუბინი განმარტავს, თუ კი უკრაინის მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყნის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის განვითარებას დაუშვებს, ეს საქართველოში არსებულ
კაზინოებს კლიენტურას ვერ დააკარგვინებს, რადგანაც საქართველოში მომუშავე კაზინოებში უკრაინელი ვიზიტორების  წილი მინიმალურია.
„რაც შეეხება უკრაინას მისი წილი ჩვენს ბაზარზე საკმაოდ უმნიშვნელოა და თუ უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას და ქვეყნის ტერიტორიაზე კაზინოების გახსნის ნებართვებს გასცემს, ეს ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს.
ახლახანს დავბრუნდი უკრაინიდან, სადაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ  კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა.  უნდა აღვნიშნო, რომ კაზინოების გახსნა უკრაინის ეკონომიკისთვის იქნება საკმაოდ სასარგებლო. ვიმეორებ, რაც შეეხება
საქართველოს, აღნიშნული ფაქტი კლიენტების დაკარგვის თვალსაზისით, ჩვენზე უარყოფითად არ აისახება“,- აღნიშნა ლავრენტი გუბინმა.
გუბინი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანაში სავიზო საკითხები მეტნაკლებად მოწესრიგდა და მთელი რიგი უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად გააკეთონ სავიზო განაცხადები, სათამაშო ბიზნესში მდგომარეობა
გაუმჯობესდა.
„ჩვენი ძირითადი კლიენტები სხვადასხვა ქვეყნების წარმოადგენლები არიან, თუმცა ძირითად შეიძლება 3 ქვეყანა - ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, გამოვყოთ. წარმომადეგნობითია კლიენტურა რუსეთიდანაც“, - აღნიშნა „შანგრი
ლა“-ს პრესს-მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობა რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სასტუმროებს კაზინოების გახსნის უფლება მიეცემათ. წინასწარი გათვლებით, უკრაინაში კაზინოების გახსნა ახალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე