კოსოვოს პარლამენტთან აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 05.08.2016
ნანახია: 1318

კოსოვოს პარლამენტის შენობას დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა საკანონმდებლო ორგანოს შენობა და მის ახლოს მყოფი მანქანებიც.

პარლამენტის შენობა მთავრობის სახლის გვერდით მდებარეობს და აფეთქების შემდეგ სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით მთელი ქუჩა გადაკეტეს. ბოლო 10 თვეა ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებს.

სადაო თემა სერბეთთან გაფორმებული შეთანხმებაა, რომელიც კოსოვოს სერბული მუნიციპალიტეტების ავტონომიის გაფართოებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა პარლამენტმა მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის ხელშეკრულების რატიფიცირებაც უნდა მოახდინოს, რასაც ოპოზიცია ასევე აპროტესტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე