აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 01.08.2016
ნანახია: 1358

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 137 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპინცეტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 137 კილომეტრში, ქალაქი იმიშლი იყო. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
 მიწისძვრა თბილისის დროით, 08:46 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა.ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. უცნობია ასევე, გამოწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე