„სკორპიონსი“ 20 აგვისტოს ბლექ სი არენას სცენაზე კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 28.07.2016
ნანახია: 2010

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ ჟგუფი - „სკორპიონსი“ 20 აგვისტოს ბლექ სი არენას სცენაზე ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის დაუვიწყარ კონცერტს გამართავს. მათი მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძრვნილი, მსოფლიო ტურნე “Return to Forever”  „ბლექ სი არენას“ სცენაზე პირველი როკ კონცერტი იქნება და ჯგუფის ყველა ჰიტი შესრულდება.

როკ სიმბოლოდ წოდებული ჯგუფი „სკორპიონსი“ ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და მოთხოვნადი როკ ჯგუფია. . “Wind of Change”, “Still Loving You” და კიდე 10-ზე მეტი ჰიტი დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

ჯანმრთელობის პრობლემის გამო სკორპიონსის დრამერს ჯეიმს კოტაკს ჯგუფ მოტორჰედის დრამერი მიკი დი ჩაანაცვლებს.

„სკორპიონსი“ 1970-იან წლებში გახდა პოპულარული, როდესაც ჰარდ-კორ როკი მელოდიური როკ მუსიკით ჩაანაცვლა. 1990 წელს გამოშვებულმა ალბომმა “Crazy World” , რომელშიც  სიმღერა “Wind of Change” შედიოდა, მსოფლიო მასშტაბის ფურორი გამოიწვია და ჯგუფს 100 მილიონზე მეტი ალბომი გააყიდინა. სკორპიონსის ეს ცნობილი ჰიტი კი თავისუფლების ჰიმნად იქცა.

სცენაზე მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში სკორპიონსმა 18 სტუდიური ალბომი გამოსცა და 20-ზე მეტი მსოფლიო ტურნე ჩაატარა.

ჯგუფის შემქმნელი და ლიდერი კლაუს მაინე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა როკ მუსიკის სფეროში. ის სიმღერის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა და საუკეთესო როკ ვოკალისტადაა მიჩნეული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე