მადეირას აეროპორტი კრიშტიანუ რონალდუს სახელობის იქნება

საქართველო, თბილისი - 14:00 | 26.07.2016
ნანახია: 1398

პორტუგალიაში, ფუნშალას საერთაშორისო აეროპორტს (მადეირა) ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კაპიტაბის კრიშტიანუ რონალდუს სახელი დაერქმევა. ნონალდუ სწორედ ამ კუნძულზე დაიბადა.

კრისთიანუ რონალდუ მადეირაზე საკუთარი სასტუმრო Pestana CR7 -ი გახსნა, სადაც რეგიონის მთავრობის პრეზიდენტმა მიგელ ალბუკერკემ განუხდა, რომ აეროპორტი ამიერიდან მისი სახელობის იქნება.

მადეირაზე რონალდუს სახელობის მუზეუმიც ფუნქციონირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია და დღემდე ასე გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე