„თელასი“ კერძო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ელექტროქსელის კომპანიის საკუთრებაში გადმოცემას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 26.07.2016
ნანახია: 1234

აბონენტების ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ამაღლების მიზნით სს „თელასი“ ითხოვს საკუთრებაში გადმოეცეს ელექტროქსელი, რომელიც კერძო ორგანიზაციების მფლობელობაშია. 

ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის კომპანიას მუშაობაში, არის სხადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი ელექტროქსელი, რომელთა საქმიანობის პროფილი არანაირად არ ითვალისწინებს ქსელის რემონტის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების განხორციელებას.

“აღნიშნული ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან გულისწყრომას. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტი ითხოვს ავარიის აღმოფხვრას, მაგრამ სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ვერ ასრულებს სამუშაოებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი არ არის კომპანიის საკუთრება. ამჟამად თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების და თანმხლები საკაბელო მიურნეობის დაახლოებით 46%  „თელასს“ არ ეკუთვნის.

ტექნიკური მომსახურების პრობლემების გარდა, ამ ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის პრობლემაც არსებობს. უმეტეს შემთხვევაში არაპროფილური ორგანიზაციები სათანადო დონეზე ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც საკაბელო ხაზები ჩადებულია უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით, სატრანსფორმატორო ჯიხურები კი ღია მდგომარეობაშია დატოვებული და იქ სრულიად თავისუფლად შეიძლება შეაღწიონ ბავშვებმა.

აქედან გამომდინარე, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია მიმართავს კერძო ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს „თელასის“ საკუთრებაში გადმოცემის თხოვნით, რათა კომპანიამ შეძლოს ქსელის დროული და კვალიფიციური მომსახურების განხორციელება“, აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე