პარლამენტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ამბასადორიალი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 26.07.2016
ნანახია: 1118

პარლამენტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა -  ამბასადორიალი გაიხსნა.

დიპლომატებს  სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართეს.  დიპლომატთა შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

ამბასადორიალი ოფიციალური გახსნის შემდეგ, სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს განიხილავენ. სესიებზე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.

 დიპლომატთა შეხვედრა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც  მთავარი აქცენტი  სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებასა და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მეტად პოზიციონირების საკითხებზე გაკეთდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე