ჰააგას სასამართლოს პროკურორი დღეს საქართველოში ჩამოდის

საქართველო, თბილისი - 09:50 | 15.10.2015
ნანახია: 1839

საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფი ჰააგას სასამართლოს პროკურორის ხელმძღავენლობით დღეს თბილისში ჩამოდის. საქართველოში გამართული შეხვედრებისას სავარაუდოდ, განიხილება ის გეგმა, თუ როგორ წარიმართება საგამოძიებო მოქმედებები და როგორ აპირებენ საერთაშორისო გამომძიებლები ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობას.

ფატუ ბენსუდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად იმ დაზარალებულებსაც შეხვდება, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს დევნილებად იქცნენ. დაგეგმილია ბრიფინგის გამართვაც.

ჰააგას პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტები იკვეთება.

ჰააგას სასამართლო კი ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო უმოქმედოა. სასამართლოს ამ შენიშვნას არ იზიარებს იუსტიციის მინისტრი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე