ომბუდსმენმა პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 25.07.2016
ნანახია: 1193

 

მოქალაქე დ.შ.-ის განცხადების განხილვისას გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 19 ივლისს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადება შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ,,სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება.“ ამავე მუხლის შენიშვნის მე-10 პუნქტის მიხედვით, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე