"აბრეშუმის გზის" ფორუმზე მაღალი დონის დელეგაციებმა თბილისში ჩამოსვლა დაიწყეს
საქართველო, თბილისი - 16:35 | 14.10.2015 ნანახია: 2259"აბრეშუმის გზის" ფორუმზე მაღალი დონის დელეგაციებმა თბილისში ჩამოსვლა დაიწყეს. საქართველოს დედაქალაქს უკვე ეწვია ექვსი ქვეყნის დელეგაცია.
თბილისს, ფორუმში მონაწილეობის მიზნით, დღეს უკვე ესტუმრა ჩინეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც სინძიანის რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაკირი ხელმძღვანელობს. ჩინეთის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.
"15-16 ოქტომბერს თბილისი მასპინძლობს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც იმართება პრემიერ მინისტრის პატრონაჟით. ამ ფორუმზე ჩვენ გვეყოლება 800-მდე დელეგატი 31 ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის თანაორგანიზატორი არის ჩინეთის მთავრობა. დღეს ჩვენ ვხვდებით ჩინეთის წარმომადგენელს, სინძიანის რეგიონის გუბერნატორს შუქრათ ზაკირს, რომელიც ხელმძღვანელობს ჩინეთის დელეგაციას. ჩინეთის მხრიდან ჩამოდის 300-მდე დელეგატი და, შესაბამისად, მთლიანად ამ ფორუმის მანძილზე ჩვენ გვექნება შეხვედრები, რომლებმაც ხელი უნდა შეიწყოს აბრეშუმის გზის აღორძინებას, მასზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი ტვირთნაკადების გაზრდას და, შესაბამისად, ჯამურად, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლებისა და სარგებლის მოტანას".
დღესვე საქართველოს უკვე ეწვია აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი უენჩაი იანგი. დღის განმავლობაში თბილისში ასევე ელოდებიან ცხრა ქვეყნის დელეგაციას.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა