კოდიანის ტყეში გაჩენილი ხანძარი, შესაძლოა, ასპინძის ტერიტორიასაც მოედოს

საქართველო, თბილისი - 23:37 | 21.09.2015
ნანახია: 2005

ძლიერი ხანძარია ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში გაჩენილი ხანძარი, შესაძლოა, ასპინძის ტერიტორიასაც მოედოს, - აცხადებენ ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათიოვე ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო ცეცხლი ადვილად ვრცელდება და მიუვალი ადგილის გამო ხანძრის ლიკვიდაცია რთულდება.

ბორჯომისა და ახალციხის რაიონების სამაშველო და სახანძრო სამსახურები ხანძარს, დაახლოებით 10 ჰექტარზე ებრძვიან, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა სახელდება.

კოდიანის ტყე ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისთან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს, შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე დასახლებულ პუნქტზე არ არსებობს. თუ ღამის განმავლობაში ხანძრის ლიკვიდირება ვერ მოხერხდა პროცესში დამატებითი ძალები ჩაერთვებიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე