იუსტიციის სახლმა ჰერნანდო დე სოტოს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 14:26 | 14.10.2015 ნანახია: 1773
საქართველოს იუსტიციის მინსიტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ დღეს მსოფლიოში აღიარებულ ეკონომისტს ჰერნანდო დე სოტოს იუსტიციის სახლში უმასპინძლა. მიხეილ სარჯველაძემ ცნობილ ეკონომისტსა და არაერთი ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ მრჩეველს, იუსტიციის სახლი პირადად დაათვალიერებინა. აუხსნა როგორ ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისები გაცემა, რამდენი ადამიანი იღებს დღეში საშუალოდ სერვისს და ა.შ. მინისტრის მოადგილემ სტუმარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის ახალი სახლების მშენებლობასა და სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ.
ჰერნანდო დე სოტო ამჟამად თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტია. ინსტიტუტი მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომლის სათავო ოფისი პერუს დედაქალაქ ლიმაშია განთავსებული. ორგანიზაცია მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნებისთვის ქონებისა და ბიზნესის უფლებების რეფორმების კუთხით დახმარებას.
გაზეთმა Handelsblatt ჰერნანდო დე სოტო ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, გამოცემებმა Time და Forbes - წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს ტოპ 13 „საჯარო ინტელექტუალების“ სიაში შეიყვანა.
წარსულში დე სოტო იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა Copper Exporting Countries Organization-ის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტი, Universal Engineering Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, Swiss Bank Corporation Consultant Group-ის დირექტორი და პერუს ცენტრალური სარეზერვო ბანკის მმართველი.
ჰერნანდო დე სოტომ კონსულტაცია გაუწია რამდენიმე ქვეყნის მთავრობას ქონების რეფორმის კუთხით. მისი ავტორობით 1980-იან წლებში გამოიცა წიგნი „სხვა გზა“ (The Other Path), მასვე ეკუთვნის შთამბეჭდავი ნაშრომი „კაპიტალის მისტერია“ (The Mystery of Capital).
ჰერნანდო დე სოტო საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 800-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა თემატურ პანელებს გაუწევენ მოდერატორობას.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 15 ოქტომბერს 10.00 საათზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გაუძღვება დოქტორი ჰერნანდო დე სოტო. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
16 ოქტომბერს ჰერნანდო დე სოტო მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება“ როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა