Rio 2016-თან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური გზამკვლევი მომზადდა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 20.07.2016
ნანახია: 1302

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში ბრაზილიაში  დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებთან  (Rio 2016) დაკავშირებით  საქართველოს მოქალაქეებისთვის მომზადდა სპეციალური გზამკვლევი.

გზამკვლევი მოიცავს ინფორმაციას ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლა/გასვლის, საბაჟო, ქვეყნის შიდა ტრანსპორტის, ვალუტის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და საგანგებო სიტუაციის დროს საჭირო კონტაქტებისა და ქცევის წესების შესახებ.

დაინტერესებულ საზოგადოებას გზამკვლევის ნახვა შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (http://mfa.gov.ge/rio-2016.aspx). დოკუმენტი მუდმივად განახლდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე