ზურაბ პატარაძე: წერეთლის ქუჩა სათანადოდ უნდა მოეწყოს

საქართველო, თბილისი - 15:56 | 19.07.2016
ნანახია: 1353

აჭარის მთავრობის მეთაური რამდენიმე დღეა აქტიურად ხვდება მოქალაქეებს, რომლებიც მას რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ უშუალოდ აწვდიან ინფორმაციას. მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების მიხედვით რეგიონის პირველი პირი უკვე რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. 

დღეს ზურაბ პატარაძე წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაეცნო. წერეთლის ქუჩა და ე.წ „მანთაშევის გადასასვლელის“ ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი და გადატვირთული უბანია, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქუჩის იერსახეს აზიანებს ასევე ქაოტურად განვითარებული გარე ვაჭრობის ზონა. ზურაბ პატარაძე მოვაჭრეებს გაესაუბრა. თავმჯდომარემ მათ თხოვნით მიმართა ახალი ტროტუარებისა და გზის მოწყობის შემდეგ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებას.

ქალაქის ამ ნაწილთან სისტემატურ შეხებაშია რეგიონის სტუმრები და ტურისტები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქალაქის ესთეტიური იერსახე აკმაყოფილებდეს ტურისტული ქალაქის მოთხოვნებს.

„წერეთლის ქუჩისა და ქალაქის ამ ნაწილის კეთილმოწყობა არის უმნიშვნელოვანესი ბათუმისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის. გვესმის, რომ გარე ვაჭრობა მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეს არის თქვენი მთავარი შემოსავლის წყარო, მაგრამ მას უნდა მივცეთ უფრო თანამედროვე ფორმა და დავიცვათ ჩვენი ქალაქის იერსახე“ -  აღნიშნა გარემომოჭრეებთან და ჟურნალისტებთან კომენტარში ზურაბ პატარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე