საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება
საქართველო, თბილისი - 14:05 | 14.10.2015 ნანახია: 1817სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც შეანსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ვან ლისია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე შეანსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის, სამეცნიერო, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, სამშენებლო და სხვა მიმართულებით. ვან ლისიას განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც თბილისში ხვალ გაიხსნება, საუკეთესო პლატფორმაა აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
,,შეანსის პროვინციაში აგრარული დარგი კარგად არის განვითარებული და გვსურს, ქართულ მხარესთან სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ვან ლისიამ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ აგრარული მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკვე დაწყებულია. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ჩინეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის არაერთი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის მხარეს, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ საგრანტო პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი და განსაზღვრულია თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ჩინეთს ისტორიული კავშირები აქვთ ჩვენს ქვეყანაში ჩაის კულტურის განვითარების კუთხით. ჩვენი დიდი სურვილია, ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს კავშირები აღვადგინოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ჩინეთის ბაზარი კი, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ოთარ დანელიამ დადებითად შეაფასა ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე ლევან დავითაშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე შეანსის პროვინციის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას, ოთარ დანელიამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ფორუმს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეანსის პროვინციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა