"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 14.10.2015
ნანახია: 1897

 "დოიჩე ველე" - ს ცნობით, "ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.აუდიომიმართვაში ალ-ბაღდადის პრესმდივანმა ასევე დადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის პირველი მოადგილე აჰმად ალ-ჰაიალი, ამერიკული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
ალ-ადნანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სირიაში ალ-ქაიდას ფილიალის - "ალ-ნუსრას ფრონტის" ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ კავკასიელ "ბოევიკებს" მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ და თავდასხმები როგორც რუს სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განახორციელონ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე