ღარიბაშვილმა ოპოზიცია და ექსპერტები ლარის კურსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 22:10 | 21.09.2015
ნანახია: 2120

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესთან დაკაშვირებით კომენტარი გააკეთა.

ღარიბაშვილმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდება და ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები ლარის კურსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

"როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ, ამისათვის მათ ხელში არსებულ ბერკეტებსა და ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს და ემოციებს. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ექსპერტებს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ აქ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დაუშვებელია, ეროვნულ ვალუტაზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე