ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 16:49 | 14.07.2016
ნანახია: 2037

ცნობილი მევიოლინეს ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება. ბრიტანელი არტისტი კონცერტს Black Sea Arena-ზე  6 აგვისტოს გამართავს.

Black Sea Arenas ივენთ დეპარტამენტის ხეკმძღვანელის ანი კავლელიშვილის თქმით, ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარსდგება.
“მას ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა, რომ საქართველოში იცნობენ და უყვართ, ამიტომ ის ჩამოვა მისი ჰიტებით, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უყვარს”,- აღნიშნა კავლელიშვილმა. ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე