„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში „სამსუნგის“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 13.10.2015
ნანახია: 2814

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში „სამსუნგის“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა, რომელსაც ხელი „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ და „სამსუნგ ელექტრონიქსის“ კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორმა ბიოუნგდოო ჩოიმ მოაწერეს.

ლადო ჯობავა მემორანდუმის დეტალებს განმარტავს და აცხადებს, რომ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტი „ელიტ ელექტრონიქს“ „სამსუნგის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსს ანიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეიძინოს „სამსუნგის“ ბრენდის ყველა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც ჩვენ „სამსუნგთან“ ერთად მნიშვნელოვან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. ამ შეთანხმებით კი „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში „სამსუნგის“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ ვინარჩუნებთ ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მინდა გითხრათ, რომ ბოლო მონაცემებით, გაყიდვების მაჩვენებელი 20 %-ითაა გაზრდილი, რაც კომპანიის საკმაოდ დიდი წარმატებაა“, აცხადებს „ელიტ ელექტრონისის“ ხელმღძვანელი და სულ მალე გრანდიუზული მაღაზიის გახსნასაც აანონსებს.

„ჩვენ ვახორციელებთ მრავალ მნიშვნელოვან პროექტს. წლის ბოლომდე „ელიტ ელექტრონიქსი“ 3000 კვ/მ ფართობზე, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“, ახალი კონცეფციით, გრანდიოზულ მაღაზიას გახსნის, სადაც „სამსუნგთან“ ერთად მომხმარებელს მრავალ სიახლეს და ასორტიმენტს შევთავაზებთ“,- განმარტავს ლადო ჯობავა.

„ელიტ ელექტრონისის“ ხელმღძვანელი განმარტავს იმასაც, რომ „სამსუნგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას საშუალება მიეცემა „სამსუნგის“ პროდუქციაზე გარკვეული ფასდათმობაც გააკეთოს, თუმცა ეს მხარეებს შიორის მოლაპარაკებების შედეგად უნდა იყოს მიღწეული.

როგორც ცნობილია „სამსუნგი“ 70 წელია რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს და ასევე წარმოადგენს ბაზრის ლიდერს ყოფით ტექნიკასა და მობილური ტელეფონების წარმოების დარგში.

წლების განმავლობაში კომპანიის მიერ შემუშავებული იდეები, გამოგონებები და ინოვაციური აღმოჩენები ციფრული ტექნიკის რევოლუციურ ისტორიას ქმნიდა.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში პირველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელია. კომპანია 19 წელია ფუნქციონირებს და ინარჩუნებს ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ოფიციალურ და სანდო პარტნიორს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა ბაზარზე საუკეთესო მომსახურებით, ტექნიკისა და ბრენდების ყველაზე ფართო ასორტიმენტით. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ წამყვანი ბრენდების ყველა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკა. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, ტექნიკის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ლიდერის პოზიციას საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე