წულუკიანი მზადაა მოსამართლეებს შეხვდეს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 13.10.2015
ნანახია: 1733

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიციატივებია შეტანილი, რასაც მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თეა წულუკიანმა ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, ის მზადაა შეხვდეს მოსამართლეებს.

"ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო, როგორც მართლმსაჯულების რეფორმის ავტორი, ყოველლთვის ვითვალისწინებდით მოსამართლეების აზრს. თავის დროზე ეს იყო ბატონი კუბლაშვილის მეშვეობით, ხოლო ბოლო დროს ძალიან ბევრი მოსაზრება, რომელიც ჩვენს რეფორმაში გავითვალისწინებთ, მომდინარეობდა ნინო გვენეტაძისგან. ახლა თუ აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინოს ზოგიერთ იდეას რომელიმე მოსამართლე არ იზიარებს და სურს ავტორთან შეხვდრა, მე მზად ვარ მათთან შესახვედრად, იქნება ეს დღეს, ხვალ თუ კვირის ბოლომდე. დასაკარგი დრო ჩვენ არ გვაქვს. შევხვდეთ, გავიაროთ ყველა რეფორმის კომპონენტი. მიხარია, რომ ისინი რეფორმას კი არ ეწინააღმდეგეებიან, არამედ სურთ იდეებზე, მოსაზრებებზე საუბარი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე