ჰოლანდია მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შესახებ საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 14:01 | 13.10.2015
ნანახია: 1770

ჰოლანდიის უშიშროების საბჭო უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის შესახებ საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს. სპეციალისტები და ექსპერტები გამოძიებას 15 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.

წინასწარი დასკვნის თანახმად სამგზავრო თვითმფრინავს დონეცკის თავზე რაკეტა მოხვდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ანგარიშში არ იქნება დასახელებული მხარე, რომელმაც რაკეტა გაისროლა.

ამ შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთიც და უკრაინაც ლაინერის ჩამოგდებაში პრორუს სეპარატისტებს ადანაშაულებენ. მოსკოვი კი ბრალს უკრაინას უყენებს.

მალაიზიის თვითმფრინავი Boeing 777, რომელიც რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, გასული წლის ივლისში დონეცკის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის საომარი მოქმედებების დროს ჩამოვარდა.

დაღუპულთა შორის 196 მგზავრი ნიდერლანდების მოქალაქე იყო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე