კრიშტიანუ რონალდუ პოდიუმზე გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 13.10.2015
ნანახია: 1931

მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პოდიუმზე გამოვიდა და წარმოადგინა პროდუქცია თავისი ბრენდის CR7-ის ახალი კოლექციიდან. The Hypebeast-ის ინფორმაციით, პრეზენტაცია პორტუგალიის ქალაქ გიმარაინშში გაიმართა.

”თავდაპირველად ცოტა ვინერვიულე. ჩემთვის ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა, მაგრამ ძალიან ვიხალისე”, - აღიარა ფეხბურთელმა და აღნიშნა, რომ სამშობლოში ახალი კოლექციის დემონსტრირება მისთვის დიდი პატივია.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ფეხსაცმლის ახალი მოდელები. ბრენდი CR7 ასევე უშვებს თეთრეულსა და ტანსაცმელს. ზაფხულში კი რონალდუმ განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში სუნამობის ხაზის გამოშვებასაც გეგმავს.

რონალდუ 2014 წელს უმდიდრეს ფეხბურთელად აღიარეს. ანალიტიკოსების მიერ მისი ქონება 210 მლნ ევროდაა შეფასებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე