თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 12 ქურთი მებრძოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:05 | 13.10.2015
ნანახია: 1850

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰაკარის პროვინციაში ქურთების მუშათა პარტიის 12 მებრძოლი მოკლეს. ამის შესახებ თურქეთის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მანამდე თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 17 მებრძოლი და საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.

უკანასკნელ ხანს თურქეთში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში პოლიცილების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ქურთების მუშათა პარტიამ აიღო. სულ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქურთმა მებრძოლებმა 140-ზე მეტი პოლიციელი, სამედრო და სამოქალაქო პირი მოკლეს. 24 ივლისის შემდეგ თურქეთის ავია-გამანდგურებლები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებსა და ერაყის ჩრდილოეთით ქურთების მუშათა პარტიის პოზიციებს ბომბავენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე