დამასკოში რუსეთის საელჩოსთან ორი ჭურვი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 13.10.2015
ნანახია: 1881

სირიის დედაქალაქ დამასკოში რუსეთის საელჩოსთან ორი ჭურვი აფეთქდა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით ერთი რაკეტა საელჩოს შენობას მოხვდა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების დროს შენობასთან სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერი მიტინგი იმართებოდა.

თვითმხილველთა თქმით, არიან დაჭრილები. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.საელჩოს წარმომადენლების თქმით, მათი არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

ტერიტორიასთან, სადაც ჭურვები აფეთქდა მისასვლელი გზა გადაკეტილია.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე