ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს რეფერენდუმი იმართება

საქართველო, თბილისი - 10:12 | 10.07.2016
ნანახია: 1631

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს რეფერენდუმი იმართება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა“.

აფხაზური მედიის ცნობით, რეფერენდუმში 133 202 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მთლიანობაში 151 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გასულ დღეებში განაცხადა, რომ მზადაა თანამდებობიდან გადადგეს, თუკი მოსახლეობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე