ქრთამის აღების ფაქტზე განათლების სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 08.07.2016
ნანახია: 1556

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო - საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მაღრაძე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, გამოიყენა რა სამსახურეობრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. დავით მაღრაძე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე