ნატო-ს ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

საქართველო, თბილისი - 10:25 | 08.07.2016
ნანახია: 1441

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. 
საგარეო უწყების ცნობით, ასევე, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე, საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.
ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. 
ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე, მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე