შილდასთან დასახიჩრებული ქალის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 07.07.2016
ნანახია: 1691

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდასთან ქალის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს. ადგილობრივებმა მდინარე ჩელთის ხეობაში ცხედარს შემთხვევით მიაგნეს და პოლიცია გამოიძახეს.

როგორც შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აცხადებს, გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ქალი ნადირისგან იყოს შეჭმული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე