ნატო-ს სამიტი 8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე სტადიონზე გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:34 | 07.07.2016 ნანახია: 1574
8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა შორის არიან ნატო-ს 28 მოკავშირე, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
სულ სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს.
ეს იქნება ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, უკანასკნელი კი 2014 წელს უელსში. პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს. ამასთან, ეს იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი იქნება.
ღონისძიებაზე ალიანსის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში როტაციის პრინციპით ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ. ამას გარდა, ალიანსი გადადგმას ნაბიჯებს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ნატო-ს წევრები შეთანხმდებიან ერაყში საწვრთნელი მისიის გაძლიერებასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნატო-ს როლის გაფართოებაზე. მოანწილეები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშირისო კოალიციის AWACS-ის ტიპის ვერტმფრენებით დახმარების შესახებ. ნატო გააგრძელებს ავღანეთის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს.
ვარშავაში იმყოფება 2030-ის კორესპონდენტი. ნატო-ს სამიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდ 2030.news-ზე იხილავთ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















