ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კენჭის ყრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 07.07.2016
ნანახია: 1204

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) გაიმართა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კენჭის ყრა.

კომიტეტმა წერილობითი მოსაზრება 13 ივნისს წარადგინა.  კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტის მიღებას და შესწორებების გარეშე მიიღეს წარმოდგენილი დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს შესაბამისი პროცედურების დროულად დასრულებასა და განახლებული რეგულაციის რაც შეიძლება მალე ძალაში შესვლას, იმისათვის რომ  საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უახლოეს მომავალში ამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა.

 მივესალმებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტსა და პლენარულ სესიაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭი უახლოეს პერიოდში ეყრება.

​ 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე