საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე
საქართველო, თბილისი - 16:08 | 06.07.2016 ნანახია: 1660
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი აქ ნახვა და ვაფასებ თქვენს ვიზიტსა და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერის შეფასებით, NATO-ს სამიტის წინ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩვენ მადლიერნი ვართ ამერიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისადმი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვატარებთ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას. ამ სესიისთვის ჩვენ მზად გვაქვს ხელშესახები შედეგები და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ხელს ვაწერთ თავდაცვისა და უსაფრთხოების და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, სასიხარულოა, ასევე, USAID-ის ფარგლებში გათვალისწინებული ახალი პროგრამებიც",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და ამ პროცესში ამერიკის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
"პრეზიდენტ ობამას სახელით მინდა გამოვხატო, რაოდენ მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვართ იმ გზაზე, რომელზეც დგახართ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე - ვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ განახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები და თავისთავად, როგორც ქვეყანა, უდიდეს პატისვისცემას იმსახურებთ იმის გამო, რომ ინარჩუნებთ სურვილს, თქვენი მზერა დასავლეთს მიაპყროთ. თქვენი ქმედებები არაა მიმართული დამსჯელობითი, შურისმაძიებლური მიზნებისაკენ და მოქმედებთ თქვენი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ამისთვის ნამდვილად პატივისცემას იმსახურებთ. თქვენ გაატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ელოდებით არჩევნებს ოქტომბრის თვეში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის მნიშვნელობაც იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოახდენს უდიდეს გავლენას საზოგადოების აზრზე იმის შესხებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო. ვიცი, რომ ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგახართ. ამჟამად, ამ პრობლემის წინაშე ყველა ჩვენგანი დგას. ამდენად, ჩვენთვის უაღრესად სასაიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა - შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში, რომლებსაც დღეს მოეწერება ხელი და ასევე გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ დამატებითი ღონისძიებების შესახებაც", - აღნიშნა ჯონ კერიმ.
საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე შეაჯამეს ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით.
დაისახა თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები.
მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა წარმატებულად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სხდომის პლენარული სესიის ყოველწლიურად ჩატარება, სტრატეგიული პარტნიორობის საკვანძო მიმართულებების უმაღლეს დონეზე განხილვის საშუალებას იძლევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე და დემოკრატიის ხელშეწყობაზე.
ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებსაც, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ეწერება ხელი, მათ შორისაა მემორანდუმი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ; საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების შესახებ; ასევე, განიხილეს USAID-ის ახალი პროექტი „ზრდა“, რომელიც საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















