ნინოწმინდაში მკვლელობა მოხდა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 06.07.2016
ნანახია: 1474

წუხელ, ნინოწმინდაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი 1994 წელს დაბადებული სოფელ დიდ არაგიალის მკვიდრია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით აღიძრა, რომელიც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე