პრეზიდენტმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 06.07.2016
ნანახია: 1253

გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას. რამადან–ბაირამს – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების ამ უდიდეს დღესასწაულს ყველა თქვენგანი განსაკუთრებით  აღნიშნავს.

საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, საკუთარი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს  აღმშენებლობაში.

ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე