სუპერმარკეტი “სმარტი” გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს
საქართველო, თბილისი - 13:22 | 06.07.2016 ნანახია: 1845სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს. საქართველოში „სმარტის“ მოწვევით ჩამოსულმა ცნობილმა გერმანელმა პურპროდუქტების განვითარების ექსპერტმა ულრიხ ლენარცმა „სმარტის“ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი პურები პირველად დარგის ექსპერტებს, ცნობილ კულინარებს გაასინჯა. ულრიხ ლენარცი საქართველოს რამდენიმე თვის წინაც სტუმრობდა და მის მიერ „სმარტის“ ხაბაზებისათვის ჩატარებული მასტერკლასების შემდგომ „სმარტმა“ პურის ცხობის გერმანული ტექნოლოგია დანერგა. ცხობის თანამედროვე ტენდეციები, ჯანსაღი ალტერნატივები პურის ინგრედიენტებში, პურის მადისაღმძვრელი ვიზუალი, საგემოვნო თვისებები: ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ბატონმა ულრიხმა „სმარტის“ ხაბაზებს ასწავლა. გერმანელი ექსპერტის რეკომენდაციით შექმნილ ახალ პურპროდუქტებთან ერთად „სმარტი“ ხვალიდან ჯამურად უკვე 20-მდე სახეობის პურს შესთავაზებს მომხმარებელს, რომელიც ჭვავის და ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილით მზადდება და მზესუმზირით, თეთრი და შავი სეზამის მარცვლებით, შვრიის ფანტელით, ხორბლით, ღერღილი სიმინდითა თუ წიწიბურათი იღებს უნიკალურ საგემოვნო თვისებებს.
“სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. ცნობილი გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის ულრიხ ლენარცის დახმარებით „სმარტი“ მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პურპროდუქტების არჩევანს შესთავაზებს და გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პურები ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც ვერ დატოვებს გულგრილს. დარწმუნებულები ვართ, რომ სმარტის საკონდიტრო შეთავაზებებით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება.“ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე,
ულრიხ ლენარცის პურის ცხობის ტექნოლოგიების განვითარების ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს. გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის რეკომენდაციით „სმარტში“ პურპროდუქტები საფუარისა და შაქრის გარეშე დამზადდება და დაბალკალორი პურის არჩევანიც გამრავალფეროვნდება.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















