მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 06.07.2016
ნანახია: 1847

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა. მთავარი პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.

სასჯელის გმოცხადებას მაგდა პაპიძეც ესწრებოდა.

მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტი მსაჯულებმა 4 ივლისს გამოაცხადეს. შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრაში ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 

 

 


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე