არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 06.07.2016
ნანახია: 1395

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხაბაძის განცხადებით, ის წინასაარცევნო კამპანიაში ჩაერთვება. 

არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებს და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.

პროცედურის მიხედვით, აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს პრეზიდენტი პრემიერთან შეთანხმებით, აჭარის უმაღლეს საბჭოს 10 დღის ვადაში წარუდგენს.

მანამდე კი მთავრობის მეთაურის მოვალეობას თავად არჩილ ხაბაძე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობაზე ერთადერთ კანდიდატად ყაზახეთში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე სახელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე