ლარი მცირედით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 05.07.2016
ნანახია: 1680

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3097 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3076 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5762 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5679 ლარს შეადგენდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე