შს სამინისტრომ კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:54 | 05.07.2016 ნანახია: 1814შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის დაწყებას.
ღონისძიება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომელიც განვითარებული ქვეყნების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად განიხილება. შესაბამისად, შს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კიბერდანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლაა.
„კიბერდანაშაულს არ აქვს საზღვრები და რაიმე ეროვნული ნიშანი. საქართველოც ეკონომიკური განვითარების, ტექნოლოგიური განახლების, ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის, ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესში უფრო და უფრო მეტი სიცხადით დგება ამ გამოწვევის წინაშე. ინტერნეტტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებს ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ პირადი კომუნიკაციის, ბიზნესის კეთების, გადასახადების გადახდისა თუ განათლების მიღების მიზნით. ამიტომ, მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრევენციაზე, რომელსაც ასეთი სახის დანაშაულის წინააღმდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და, შესაბამისად, მოსახლეობის ინფორმირებაზე, რაც კიბერდანაშაულით დაზარალებული ადამიანების რაოდენობას შეამცირებს.
ღონისძიებაზე შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც კიბერდანაშაულის გავრცელებულ კატეგორიებზე, მომხმარებელთა დაცვის პრინციპებზე, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობაზე, ასევე, ამ მიმართულებით, შსს-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, პრევენციის მიზნით მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რჩევები და რეკომენდაციები მოამზადეს. გაიმართა კიბერდანაშაულის პრევენციის თემაზე კლიპის პრეზენტაციაც.
შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
დღესვე, შს მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს კიბერუსაფრთხოების შესახებ ეროვნული საინფორმაციო კვირეული, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, შესაბამისი უწყებები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















