„ბანკი რესპუბლიკას“ მფლობელი „ჰუალინგ ჯგუფი“ ხდება
საქართველო, თბილისი - 15:31 | 05.07.2016 ნანახია: 1548
„ჰუალინგ ჯგუფს“, „სოსიეტე ჟენერალსა“ და EBRD-ს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება, „ბანკი რესპუბლიკაში“ „სოსიეტე ჟენერალის“ აქციების საკონტროლო წილის „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით.
„ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციასა და საქართველოში უმსხვილეს ინვერსტორს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო ბაზრების მშენებლობა, მართვა და გაქირავება, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, მეცხოველეობა, კვების მრეწველობა და სხვა. გარდა ამისა, კომპანია საქართველოში ფლობს სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკს“, ხოლო ჩინეთში - სხვა ფინანსურ აქტივებს.
აღნიშნული გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში „ჰუალინგ ჯგუფის“ გაძლიერებას. გარიგების პირობების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფი“ გეგმავს „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკის“ გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას, რომელიც მტკიცედ დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე.
გაერთიანების შემდეგ „ჰუალინგ ჯგუფს“ ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა. ეს გარიგება წარმოადგენს საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების კიდევ ერთ დადასტურებას.
გაერთიანების შემდგომ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ იქნება ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იქნება გაერთიანებული ბანკის აქციების მცირე წილის - დაახლოებით 3.9%-ის მფლობელი, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოს საბანკო ბაზრისთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად.
„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სტრატეგიული ინიციატივის ფონზე, ეს გარიგება არა მარტო გააძლიერებს „ჰუალინგ ჯგუფის“ საბანკო საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში დაბალანსებული კონკურენციის ჩამოყალიბებას, არამედ წვლილს შეიტანს ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. იგი ასევე მიაწოდებს ხარისხიანი საფინანსო მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც საქართველოში მოღვაწე ჩინურ, ასევე ადგილობრივ კომპანიებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს.
აღნიშნული გარიგების პროცესში „ჰუალინგ ჯგუფი“ თანამშრომლობს: შანხაის თუჰონგის საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან („Tuhong International“) - ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველის სახით, KPMG-თან - ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტის სახით და ქართულ იურიდიულ ფირმა „BLF“-თან იურიდიული მრჩეველის სახით.
აღსანიშნავია, რომ გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკში“, ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















