ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 05.07.2016
ნანახია: 1768

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი სოფელ აჰმადხანში ჩაიტანეს. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახეობის ნივთები ადგილობრივი მცირეწლოვნების გარდა უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი.

V ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში წარმოებული ჰუმანიტარული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე