ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
საქართველო, თბილისი - 13:35 | 25.06.2026 ნანახია: 886
გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია, - ამის შესახებ ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე.
„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მარტო უვიზო რეჟიმი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც, სადაც ზურაბ ჟვანიამ საკუთარი ისტორიული სიტყვები თქვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. სწორედ ამ დარბაზში გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ იყო ქართველი, შეიძლება ჯერაც ნიშნავდეს იყო ევროპელი, მაგრამ „ქოცი“ ნიშნავს დაშორდე ევროპას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოს.
გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა და რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია არიან ზეწოლის ქვეშ. საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის შესუსტებული. პრაქტიკულად, ქართველ ერს არ გააჩნია არავითარი ნდობა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას წინა რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ეს არის ისტორიული ანტი-მომენტი, როდესაც წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე. ქვეყნისთვის, რომლის კეთილდღეობას და განვითარებას ამ ისტორიულ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება მეტი კარგი რეპუტაცია, მეტი აღიარება, მეტი ინვესტიცია“,- განაცხადა გეგელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















