საქართველოს პრეზიდეტი ბარაკ ობამას აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 16:23 | 04.07.2016
ნანახია: 1455

საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენ მტკიცე მოკავშირესთან,  მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების და გაძლიერების მეშვეობით მიგვიყვანს წარმატებულ მიღწევებამდე ჩვენი ერებისსაკეთილდღეოდ.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გზაზე გაწეული მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის,  ჩვენი ოკუპირებულირეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ურყევი პოზიციისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოსპრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე