დავით უსუფაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 04.07.2016
ნანახია: 1361

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციის პოლიტიკური სტრატეგიაც. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე