გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 1407 თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 04.07.2016
ნანახია: 1229

მიმდინარე წლის ივლისიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული სერვის-ცენტრების, ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასი 40%-ით  გაეზარდათ.

სამინისტროს ინფორმაციით, 1407-მდე სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა კადრების ოპტიმიზიაციის შედეგად და  სახელფასო ბიუჯეტში მიღებული დანაზოგის ხარჯზე გახდა შესაძლებელი.

სახელფასო ზრდა  კომპანიის მასშტაბით, მხოლოდ რეგიონებში დასაქმებულ თანამშრომლებზე გავრცელდა.  

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე