ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსით არაერთი დამნაშავე და ჯაშუში გაათავისუფლა - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:43 | 03.07.2016
ნანახია: 1555

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აჰმედ ჩატაევისგათავისუფლება არ იყო ერთადერთიგათავისუფლება, რომელიც არასწორადმიაჩნდა.

ოდესის გუბერნატორმა "რუსთვი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსით არაერთი დამნაშავე და ჯაშუში გაათავისუფლა.

”ეს არ იყო ერთადერთი გათავისუფლება,რომელიც მიმაჩნდა, რომ არ იყო სწორი. იქ იყომთელი რიგი სხვა ადამიანებისგათავისუფლება, იყო ის ხალხი, ვინც შეიყვანეს ე. წ. პოლიტპატიმრების სიაში. მათ შორის იყვნენ: ნარკოტიკებისგამსაღებლები დიდი რაოდენობით, მათ შორის იყვნენ მკვლელები და ვფიქრობდი, რომ ეს შეუქმნიდასაზოგადოებრივ უსაფრთხოებას წინააღმდეგობას. ასევეა მეორე კატეგორია ხალხის, რომელიც სულ უქმნიდაწინააღმდეგობას ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას. ეს იყო ის ხალხი, ვინც რუსეთისჯაშუშობისთვის იყო დაკავებული. ასევე იყო ახმედ ჩატაევი, რომელიც ტერორიზმში, ჩვენს უსაფრთხოებისძალებსა და მოსახლეობაზე თავდასხმის გამო იყო დაჭერილი”, - განაცხადა სააკაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე