ეუთოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში გენდერულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:31 | 03.07.2016 ნანახია: 1914
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში", სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარული სხდომები მიმდინარეობს, დღეს გენდერულ საკითხებზე ფართო მსჯელობა გაიმართა.
გენდერულ საკითხებზე დისკუსია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფის ხელმძღვენელმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ მიმართეს.
მანანა კობახიძე: „ვამაყობ იმ ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი გუნდი, პარლამენტი და მთავრობა ძალიან მოტივირებულები არიან, რათა გენდერული თანასწორობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ მივიღეთ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე. როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს, ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე და აკვირდება მთავრობის აქტივობებს შესაბამისი კანონის - „გენდერული თანასწორობის შესახებ" შესაბამისად. ასევე, უკვე შექმნილია მთავრობაში სპეციალური ინსტიტუციონალური მექანიზმი. ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, მის აპარატს და შესაბამის უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჯგუფებს.
„გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით შევქმენით ინსტიტუციონალური მექანიზმი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად რომელიც შესაბამის მუნიციპალურ ორგანოებში, გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას გულისხმობს. ეს საბჭოები საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინაციაში იმუშავებენ.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული გენდერული ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია, შეიქმნას ეფექტური მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის.
ამ მიმართულებით, ათეულობით საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ „სტამბოლის კონვენციას". კონვენციის რატიფიცირების სწრაფად განხორციელების მიზნით, დღეს ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის გზაზე ვართ. ამ მიმართულებით სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ახდენს იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაციას, ასევე, პარლამენტი კრძალავს 18 წლამდე პირთა ქორწინებას, სასამართლოს თანხმობის გარეშე".
შეხვედრის და დისკუსიის პარალელურად საარქივო ფოტომასალის გამოფენა მოეწყო. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა წარმოადგინა 1918-1921 წლების საარქივო მასალა იმ ხუთი პარლამენტარი ქალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათებით, ვინც პირველი ქალი-პარალმენტარები გახდნენ მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალები ჯერ კიდევ ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდნენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















