ვოლვო, ჯილი, ზიკერი - ახალი ენერგია რეგიონში - რა გეგმები აქვს მანანა ხინაშვილს გენერალური დირექტორის პოსტზე
საქართველო, თბილისი - 15:07 | 12.09.2025 ნანახია: 860
„ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი სამი ბრენდის მართვა მანანა ხინაშვილმა ჩაიბარა. „თეგეტა“ მისთვის უცხო არ არის - ოთხი წლის განმავლობაში ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტს უძღვებოდა. იყო არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, უპრეცედენტო ემისიები საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, რომლებმაც ადგილობრივ დონეზე სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. მათ შორისაა ეროვნულ ვალუტაში განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციები. სწორედ ამ აქტივობებმა გააერთიანა „თეგეტას“ გარშემო 1000-მდე უნიკალური ინვესტორი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი ბანკები და კერძო პირები. მანანა ხინაშვილი ახალგაზრდა ლიდერთა შორის ფინანსების სფეროში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა. ამბობს, რომ ახალი გამოწვევა კიდევ უფრო მასშტაბურია - სამი ბრენდი და საქმიანობის ფართო არეალი, რომელიც მთელ რეგიონს ფარავს.
მანანა ხინაშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ამ დრომდე ჩემი მთავარი მოვალეობა იყო ინვესტორების ნდობის მოპოვება, კაპიტალის მოზიდვა და ჰოლდინგის წარმატებების წარმოჩენა. ახლა კი ამ შედეგების შექმნის შუაგულში ვიმყოფები.
თუ აქამდე კომპანიის მიღწევების ისტორიას ვყვებოდი, ახლა ჩემი გუნდის დახმარებით თავად უნდა შევქმნა ეს ისტორია, გლობალურ ბრენდებთან და მომხმარებლებთან ერთად. აქამდე რესურსების მოზიდვაზე ვიყავი კონცენტრირებული, ახალ თანამდებობაზე კი ჩემი მიზანია ამ რესურსის ტრანსფორმირება ღირებულებად – მომხმარებლისთვის, ბაზრისთვის და მთლიანად რეგიონისათვის. ეს განსხვავება ახალ ენერგიასა და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
რთული იდეების რეალობად ქცევა, ნდობის მოპოვება, სტრატეგიული აზროვნება და ინოვაციური პროექტების განხორციელება ის მთავარი გამოცდილებაა, რაც ახალ ადგილზე მუშაობისას მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება ჩემთვის“.
მკაფიოა ხედვაც, რომელიც მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ამბობს, რომ ბრენდები, რომლებიც ჩაიბარა, ინოვაციების, თანამედროვე სტანდარტებისა და ახალი იდეების ცენტრი უნდა გახდეს რეგიონში.

„ჩვენი მისიაა, „ვოლვო“, „ჯილი“ და „ზიკერი“ რეგიონში ინოვაციის, მდგრადობის, ხარისხისა და ადამიანებზე ზრუნვის სიმბოლოდ ჩამოვაყალიბოთ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ბრენდს საკუთარი ინდივიდუალური ხედვა და სტრატეგია სჭირდება, ჩვენთვის საერთო პრიორიტეტები უკვე ნათლად არის განსაზღვრული:
- მწვანე ტრანსპორტისა და ელექტრომობილობის ადაპტაცია
- გლობალური სტანდარტებით ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული სერვისების განვითარება
- გრძელვადიანი პარტნიორობის გაღრმავება
- ინოვაციური ფინანსური პროდუქტების დანერგვა
ამასთანავე, მჯერა, რომ ინოვაციური ფინანსური პროდუქტები და მხარდამჭერი პროგრამები ჩვენს სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მთავარი მიზანია, მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი თანამშრომლობა დავამყაროთ და ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ“, - აცხადებს მანანა ხინაშვილი.

ზუსტად იცის, რომ დასახული მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება მოტივირებული გუნდის გარეშე შეუძლებელია. ყველაზე დიდი ღირებულება და მთავარი ძალა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებთან ერთადაც სამი ბრენდის მართვას გეგმავს. „მჯერა, რომ თუნდაც მცირე პოზიტიურ ქმედებას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა. პატივისცემაზე, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო კი ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიზნესამოცანების კოლექტიურ წარმატებას, არამედ გუნდის თითოეული წევრის პირად ზრდასა და წინსვლას“,- აღნიშნავს „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.

შესაძლებლობების არეალი და მასშტაბები ფართოა, რაც მანანა ხინაშვილისთვის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. „ვოლვო ქარ კავკასია“ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში ოპერირებს. უკვე ორი წელია, ქართულ ბაზარზეა „ჯილი ცენტრი თეგეტა“. მოსალოდნელზე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ელექტრომობილების მწარმოებელმა „ზიკერმა“, რომელსაც „თეგეტა“ ექსკლუზიურად ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს.
კომპანიის უახლოესი გეგმები მოიცავს რეგიონულ გაფართოებას, ციფრული სერვისების დანერგვას, სამოდელო რიგის გაფართოებას, გაყიდვების ზრდას, ელექტრიფიცირებული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასა და პოზიციონირების გაძლიერებას. როგორც „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ ახალი ხელმძღვანელი ამბობს: „ეს ყველაფერი დამყარებულია მთავარ ღირებულებებზე - ვიყოთ უსაფრთხოების, ინოვაციისა და სანდოობის სინონიმი რეგიონში“.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















