ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
საქართველო, თბილისი - 23:59 | 02.09.2025 ნანახია: 1021
ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საპატიმროდან ავრცელებს.
რეზო კიკნაძე წერილში სასამართლოს თხოვნით მიმართავს და წერს - "ერთი თხოვნა მაქვს: სასჯელს რომ გამოაცხადებთ, კონკრეტულად გვითხარით ვინ რა დავაშავეთ".
„ანტონის რვა წელმა დამცა, ჩვენს ორ წელზე გრძნობაც არ მქონია. ორი წელი კი არა, ორი დღეც არ გვეკუთვნოდა, ამიტომ გამოდით ყველანი გარეთ. მე ოცი წელიც გავძლებ ქვეყანას თუ დასჭირდა, მაგრამ ამდენი თვითნებობის ნორმალურად აღქმა არ შეიძლება. ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე. რაც ხვალ უნდა მეთქვა, ბარემ აქ დავწერ.
ერთი თხოვნა მაქვს: სასჯელს რომ გამოაცხადებთ, კონკრეტულად გვითხარით ვინ რა დავაშავეთ. ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე. ზოგადად, ვიღაცამ შენობა დააზიანა, მაღაზია ჩალეწა თუ ვინმეს რაღაც გაარტყა თავში, ეგ მე არ მეხება და სხვის დანაშაულს ჩემთან ნუ ახსენებთ. თუმცა პროტესტის უფლება ყველას აქვს და დანაშაული მხოლოდ მათ კისერზეა, ვინც ამ პროტესტს ახშობს. შესაბამისად, ჩემთვის არც ეგ ჩალეწილი შუშა და დამწვარი ნაგვის ურნაა დანაშაული, მაგრამ მე ეგეც არ ჩამიდენია - ფაქტია.
სანამ დამიჭერდნენ, რამდენიმე ხნით ადრე ვუყურებდი ფილმს „ეშმაკის ადვოკატი“. ადვოკატთან ერთად განვიხილავდი ზოგად საკაცობრიო საკითხებს. დილემა მდგომარეობდა შემდეგში: კარგი ადვოკატობა და პროფესიონალიზმი გაძლევს უფლებას ბოროტმოქმედი, მკვლელი და თუნდაც ეშმაკი დაიცვა? ერთი მხრივ, შენ საკუთარ პროფესიას ემსახურები და ვალდებული ხარ პირნათლად შეასრულო შენი მოვალეობები. და როცა ერთი საქმეც არ გაქვს წაგებული და საუკეთესო ხარ, წესით კარგის მეტი ამაში არაფერი უნდა იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ შენი უმაღლესი პროფესიონალიზმის წყალობით მკვლელს გამოუშვებენ და გაამართლებენ, განა შენს სინდისზე არ იქნება ეს მკვლელობები, რასაც იმის გამო ჩაიდენს, რომ შენ მკვლელი გაამართლე?
და რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? ჩვენი ადვოკატები, პირიქით - ეშმაკისგან დევნილებს იცავენ. აქ ადვოკატის ნაცვლად პროკურორი უნდა ჩავსვათ. ჩვენ გვყავს ეშმაკის ადვოკატები. ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო კაცმა - თუნდაც შენი სამსახური გავალებდეს? მოღალატე, სამშობლოს გამყიდველთა ინტერესებსაც უნდა წარმოადგენდე? ფილმს რომ აწი იღებდნენ, ეშმაკის პროკურორის როლს შეასრულებდა კიანუ რივზი, ჩვენი პროკურორის მაგალითზე.
ახლა, როცა შენი მთავრობის ბრძანებით უდანაშაულო ხალხის დასაჭერად ყველაფერს აკეთებ და შუაზე იხევი, მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო იმ მკვლელობებზე, რომელიც ამას მოჰყვება შენ გამო? იმ ოჯახის წევრებზე, ჩვენზე ნერვიულობას რომ გადაყვებიან? მომავალში კვლავ იმ უსამართლოდ დაჭერილ ხალხზე, რომელთაც იმიტომ დაიჭერენ, რომ ასე გაუვიდათ ჩვენი დაჭერა? სამართალი არ აღსრულდა და ვიღაცამ რომ თითი დაატკაცუნოს, სასამართლოც კი ამ თითის დატკაცუნებაზე ამუშავდა. პატიოსანი და ცხოვრებაში კანონდარღვევა რომ არ ჰქონია, ასეთი ადამიანების გაბოროტებას რა შედეგი მოჰყვება? ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან — მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?
რის ფასად გიღირთ ეშმაკს ემსახუროთ? ერთი კარგად დაიმახსოვრეთ: ციხეს ორი კარი აქვს და იქიდან ისეთი აღარ გამოდის ადამიანი, როგორიც შევიდა, მაგრამ გამოდის.
ვაჟა, რომ გიყურებ, დოსტოევსკის ერთ-ერთ ნაწარმოებს მაგონებ, შინაარსით არა, უფრო სათაურით. აწი რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენ მთელი ცხოვრება დარჩებით ეშმაკის პროკურორებად. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, უბრალოდ იფიქრეთ ჩვენს მშობლებზე და ოჯახის წევრებზე. ბოლოს მინდოდა დამესრულებინა იმით, რომ აფხაზეთი საქართველოა და სამაჩაბლოც საქართველო.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჯგუფურობა წერია ჩვენს ბრალში, თუნდაც გადაკვალიფიცირებულში. განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ. როგორ შეხვდა ჯავახა თავის განაჩენს? საკანში რომ შემოვიდა, ოლე ოლა ვიმღერეთ”, - წერს რეზო კიკნაძე.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















